ილია თოფურია
Aa
Aa

ილია: მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ, მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის

UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ პირველივე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა გათიშა. შეხვედრა, რომელსაც მთელი MMA-ს სამყარო მოუთმენლად ელოდა, ძალიან მალე დასრულდა. ილიამ საოცარი ნოკაუტით გაიმარჯვა.

ილია: „უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მოვახერხებ და საქართველოს ვესტუმრები, ყველას თავიდან ჩავეხუტები’’.

ილია პედი პიმბლეტთან ბრძოლაზე: „სიმართლე გითხრათ, პერსონალურად ამ ბრძოლას არ ვიღებ. პადის, დიდი სიამოვნებით, კარგად და გემრიელად დავანოკაუტებდი, რადგან ჩარლზთან შედარებით განსხვავებული სიტუაციაა, ჩარლზი ბევრად უფრო კარგი პიროვნებაა, კარგი ადამიანია, ბევრი ფასეულობები აქვს. პადისთან სხვანაირი სიტუაცია მექნებოდა’’.

ილია ბოლო სამ ბრძოლაზე: „ეს საოცარია, რთულია მარტივი სიტყვებით ახსნა, როცა ასეთ ბიჭებთან გაიმარჯვებ. მათთან შეხვედრისას შიშს საერთოდ არ ვგრძნობდი, აქ მოვედი იმიტომ, რომ ქამრები დავისაკუთრო. კარგად ვიცი, როგორ ჩავატარო სავარჯიშო სესიები, კარგად ვიცი რამდენად კარგი ვარ, მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ და ეს დავამტკიცე''.

ილიამ კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა, ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა, დაუმარცხებელია. თოფურიამ 17-დან 7 გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ასევე, ნოკაუტი ზედიზედ მესამე ჩხუბში შეასრულა. ილიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა გათიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიამ იცის, ამის გაკეთება არ შეუძლია | პიმბლეტმა თოფურიასთან ბრძოლა მოითხოვა
ილიამ იცის, ამის გაკეთება არ შეუძლია | პიმბლეტმა თოფურიასთან ბრძოლა მოითხოვა