ილია თოფურია, ალეშანდრე პანტოჟა
Aa
Aa

ილიას დიდი “ფანი“ ვარ | პანტოჟამ თოფურიასთან შეხვედრა გაიხსენა

ალეშანდრე პანტოჟამ, ვინც ქამარი მეოთხედ დაიცვა, პრესკონფერენციაზე ილია თოფურიაზე ისაუბრა. „კანიბალმა'' ილიას საოცარ დარტყმებს ხაზი გაუსვა და ასევე აღნიშნა, რომ MMA-ს ისტორიაში ილია ერთ-ერთი საუკეთესოა.

ალეშანდრე პანტოჟა: „თოფურია ფენომენალურია... ვნახე მისი ბოლო „ფანჩები’’. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი ოქტაგონზე ყოფილა. დაახლოებით 1 წლის წინ შევხვდი და ვუთხარი: მე შენი დიდი „ფანი’’ ვარ. მშვენიერია, რასაც აკეთებს, რა სტილითაც ჩხუბობს’’.

ილიას გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა პანტოჟამ კარა ფრანსი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. შეხვედრის განმავლობაში პანტოჟა უპირატესობას ფლობდა და მესამე რაუნდში მარხჩობელა ილეთით გაიმარჯვა. „კანიბალმა'' ტიტული მეოთხედ დაიცვა.

რაც შეეხება ქართველს, UFC 317-ზე მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში ილია თოფურიამ პირველივე რაუნდში ჩარლზ ოლივეირა გათიშა. შეხვედრა, რომელსაც მთელი MMA-ს სამყარო მოუთმენლად ელოდა, ძალიან მალე დასრულდა. ილიამ საოცარი ნოკაუტით გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლივეირა გათიშა და ორი წონის ჩემპიონია | თოფურიას საოცარი გამარჯვება
ოლივეირა გათიშა და ორი წონის ჩემპიონია | თოფურიას საოცარი გამარჯვება