ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

ლიეჟის სტანდარდი მექვაბიშვილის შეძენას გეგმავს

რუმინული Prosport-ის ცნობით, ბელგიური ლიეჟის „სტანდარდი“ ახალი სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს და ზაფხულში ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერზე იმუშავებს.

წყაროს თანახმად, „სტანდარდის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მირჩა რედნიკმა მექვაბიშვილის ტრანსფერი მოითხოვა. როგორც რუმინული გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

გასულ სეზონში ბელგიური კლუბი ჩემპიონატში მე-12 ადგილზე გავიდა, რაც კლუბის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი შედეგია.

24 წლის მექვაბიშვილს რუმინულ „კრაიოვა უნივერსიტატეასთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ტრანსფერმარკტის მონაცემებით ქართველი საყრდენის ღირებულება 1.5 მილიონი ევროა და თუ მისი ამჟამინდელი კლუბი შესაფერის წინადადებას მიიღებს, ტრანსფერზე დათანხმდება.

ლიეჟის „სტანდარდის“ სპორტული დირექტორი მარკ ვილმოტსი, რომელიც წარსულში ცნობილი ბელგიელი ფეხბურთელი გახლდათ, მექვაბიშვილის აგენტს მურატ ერდოღანს უკვე დაუკავშირდა და მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა.

ქართველი ჩამშლელის შეძენით ასევე დაინტერესებულია უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროში“, რომლის ინტერესის შესახებაც წინა თვეში გახდა ცნობილი.

ბოლოს გეტყვით, რომ მექვაბიშვილმა გასულ სეზონში „კრაიოვას“ მაისურით 34 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგის წილისყრა | დილას და ტორპედოს მეტოქეები ცნობილია
კონფერენს ლიგის წილისყრა | დილას და ტორპედოს მეტოქეები ცნობილია