კიდევ 1 მედალი - ლუკა მაისურაძემ მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ლუკა მაისურაძემ (90კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა იტალიელი კენი კომი ბედელი იპონით დაამარცხა, რომელმაც ლაშა ბექაურს მოუგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ჯერჯერობით 2 მედალია. ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ტატო გრიგალაშვილის (81კგ) ანგარიშზე - ვერცხლის მედალია.
ჩვენი გუნდიდან მედლების მოპოვებას შეეცდებიან ასევე ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი.
ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და 20 ივნისს დასრულდება.