ოლივეირას მწვრთნელი: დარწმუნებული ვარ, ჩარლზი ნოკაუტით ან საბმიშენით მოიგებს
UFC-ის ექსჩემპიონის, ჩარლზ ოლივეირას მწვრთნელმა და მენეჯერმა, დიეგო ლიმამ ილია თოფურიასთან დაგეგმილ ჩხუბზე ილაპარაკა.
ლიმა დარწმუნებულია, რომ „დუ ბრონქსი“ „ელ მატადორს“ დაამარცხებს.
„ეს ჩხუბი ქულებით არ დასრულება. ჩარლზი ყოველთვის ისწრაფვის, რომ ბრძოლა ვადაზე ადრე დაასრულოს. ის არ ჩხუბობს იმისთვის, რომ წაგება თავიდან აიცილოს. იმავეს თქმა შეიძლება თოფურიაზეც. ამიტომაც არ მგონია, რომ ეს ჩხუბი მთელი 25 წუთი გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, ჩარლზი ნოკაუტით ან საბმიშენით მოიგებს“, - ამბობს ლიმა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი და ქართველი მებრძოლები ერთმანეთს მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის დაუპირისპირდებიან.
მათი ორთაბრძოლა საერთაშორისო ჩხუბის კვირის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება.