ირაკლი იეგოიანი, გიორგი აბუაშვილი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

იეგოიანი: საქართველოს ნაკრებში თამაში დიდი პატივია

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა 3 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა და პლეიოფში ვერ მოხვდა.
რამაზ სვანაძის გუნდი გადამწყვეტ მატჩში პორტუგალიასთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, ჩვენი ნაკრების ნახევარმცველმა, ირაკლი იეგოიანმა უეფასთან ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან რთული მატჩი იყო და ძალიან რთულია ასეთ კარგ გუნდთან ითამაშო 10 ადამიანით. ტაქტიკურად მატჩის წინ ჩვენ გეგმა გვქონდა, მაგრამ ეს უბრალოდ ჩვენი დღე არ იყო. ყველა ჩვენგანს შეუძლია რაღაც ისწავლოს ამ ტურნირისგან. პოლონეთთან ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ. საფრანგეთთან რთული იყო და რა თქმა უნდა, დღესაც. ჩვენ შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლეთ. საქართველოს ნაკრებში თამაში დიდი პატივია. იმის დანახვა, თუ როგორ მოდიან ქომაგები ჩვენს მხარდასაჭერად, ნამდვილად გვახარებს და მადლობა თითოეულ მათგანს. შემდეგ ტურნირზე ჩვენ ისევ იქ ვიქნებით და ძალისხმევას კვლავ არ დავიშურებთ“. - თქვა იეგოიანმა.

კომენტარი გააკეთა აგრეთვე ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი აბუაშვილმა.

„ჩვენთვის ეს ძალიან რთული თამაში იყო, მაგრამ ძალისხმევა არ დაგვიშურებია. მთლიანობაში ჯგუფში ცოტა არ გაგვიმართლა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, პერსონალს, მწვრთნელებსა და განსაკუთრებით ქომაგებს, რომლებიც ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდნენ“.

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთთან მატჩში საბა საზონოვმა ტრავმა მიიღო, ტურნირის დაწყებამდე კი რამაზ სვანაძემ 3 ცენტრალური მცველი დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა
ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა