„საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს, კარგად იცავდნენ თავს“ - ენრიკე არაუჟო
პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა, ენრიკე არაუჟომ უეფასთან ვებგვერდთან საუბარში საქართველოსთან მოგებული მატჩი შეაჯამა და ჩვენს ნაკრებზეც ისაუბრა.
„ბედნიერები ვართ. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო და ეს ამოცანა ბრწყინვალედ შევასრულეთ. ბევრი გოლი გავიტანეთ და არც ერთი არ გავუშვით. თითქმის ყველა ფეხბურთელმა მიიღო სათამაშო დრო, რაც თავდაჯერებულობას შეგვმატებს.
საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს. ისინი ბევრი ფეხბურთელით იცავენ თავს, თუმცა მათი „დაბალი ბლოკის“ წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ. მეოთხედფინალს მშვიდად ვხვდებით, იმიტომ რომ ნიჭიერი გუნდი გვყავს. ვიცით, რომ ძლიერი მეტოქე გვეყოლება, ვინც არ უნდა იყოს. დაველოდოთ და ვნახოთ, ვინ შეგვხვდება. თუ გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, ესე იგი ისინი იქ ყოფნას იმსახურებენ“.
როგორც იცით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა 3 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა და პლეიოფში ვერ მოხვდა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ მატჩში პოლონეთს მოუგო (2:1), შემდეგ კი საფრანგეთთან (2:3) და პორტუგალიასთან (0:4) დამარცხდა.
