გიორგი მოისწრაფიშვილი
Aa
Aa

ევროპა ლიგა: ტრნავას მოისწრაფიშვილის ულამაზესი გოლი არ ეყო

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში გიორგი მოისწრაფიშვილის სლოვაკური „ტრნავა“ შვედურ „ჰაკენს“ ესტუმრა და დრამატულ შეხვედრაში ფრედ 2:2 ითამაშა. ორი მატჩის ჯამში მეორე ეტაპზე შვედები გავიდნენ, რადგან პირველი შეხვედრა სტუმრად 1:0 ჰქონდათ მოგებული.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთში გამართულ შეხვედრაში მოისწრაფიშვილი ბოლომდე თადარიგში დარჩა და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ამჯერად, ქართველი შემტევი ნახევარმცველი ცვლილებაზე ვიხილეთ. როცა ანგარიში 1:1 იყო, 69-ე წუთზე მოედანზე მოისწრაფიშვილი გამოჩნდა, რომელმაც თავისი გუნდის შეტევები უფრო მწვავე გახადა და 82-ე წუთზე ულამაზესი გოლიც გაიტანა, რომლის წყალობითაც შეხვედრა დამატებით დროში გადადიოდა.

სამწუხაროდ, „ტრნავამ“ ანგარიში ვერ შეინარჩუნა და 96-ე წუთზე ჯონ დემბემ თავისი გუნდი დამატებითი ნერვიულობისგან იხსნა.

23 წლის მოისწრაფიშვილი პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია და თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, სხვადასხვა დროს „თელავში“, ბელგიურ „ბევერენში“ და „კოლხეთში“ თამაშობდა. „ტრნავას“ ის მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა და კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები