მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

ტერ შტეგენს ოპერაცია დასჭირდება - ბარსას ერთი პრობლემა მეორეს აგვარებს?

მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კვლავ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

როგორც Diario Sport-ი იუწყება, „ბარსელონას“ მეკარემ პრესეზონის სტარტი ზურგის ძლიერ დისკომფორტის გამო განცალკევებით ვარჯიშით დაიწყო. გერმანელი კიპერი ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს, რაც დაახლოებით 4-თვიან იძულებით პაუზას ნიშნავს. საბოლოო გადაწყვეტილებას მედიკოსები მომავალ კვირაში მიიღებენ.

ტერ შტეგენს დიდი ალბათობით, ქირურგიული გზით ჩარევა დასჭირდება. უკვე ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ მეკარე გამოტოვებს „ბარსელონას“ აზიურ ტურნეს.

ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის ეს პრობლემები სერიოზულ დაბრკოლებად იქცა ტერ შტეგენის შესაძლო ტრანსფერისთვის. „ბარსას“ მისი გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი. ოპერაციის შემთხვევაში, მისი წასვლა მხოლოდ ზამთარში გახდება რეალური. თუმცა, თუ ოპერაცია ჩატარდება და 4 თვეც გაუცდება, კლუბი მას პირველ წრეში არ დაარეგისტრირებს, რაც „ბლაუგრანას“ საშუალება ექნება ახალწვეული ჟოან გარსია უპრობლემოდ დაარეგისტრიროს.

შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენმა ზურგზე ოპერაცია უკვე 2023 წლის დეკემბერში გაიკეთა. მაშინ მას მალთაშუა დისკის თიაქარი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები