„მხოლოდ კარგი თამაში საკმარისი აღარ იქნება“ - იამალი 10-ნომრიან მაისურზე
მომავალი სეზონიდან ლამინ იამალი „ბარსელონას“ შემადგენლობაში 19-ის ნაცვლად 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელსაც წარსულში „ბლაუგრანას“ ისეთი ლეგენდები ატარებდნენ, როგორებიც დიეგო მარადონა, რონალდინიო და ლიონელ მესი არიან. დაკისრებულ პასუხისმგებლობას 18 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელი კარგად აცნობიერებს და თვლის, რომ მომდევნო სეზონიდან იმაზე ათჯერ მაღალი დონის ასპარეზობა დასჭირდება, ვიდრე აქამდე თამაშობდა.
ლამინ იამალი
მხოლოდ კარგი თამაში საკმარისი აღარ იქნება. „ბარსელონას“ 10-ნომრიანი მაისური არის ჩემთვის რაღაც ძალიან წმინდა, რომლის ტარებაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. ეს გუნდი არის ჩემი ოცნება და მთელი კარიერის განმავლობაში გავაკეთებ ყველაფერს საიმისოდ, რომ „ბლაუგრანა“ რეგულარულად უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდეს.
რაც შეეხება პრესაში ჩემთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციებს - კრიტიკა არ მაშინებს, მაგრამ თუ ვინმეს ჩემი საქციელი არ მოეწონება, ეს მისი პრობლემაა. ჩემი ცხოვრება მაქვს, რომელსაც არავის თავზე არ მოვახვევ, თუ ჟურნალისტები ათასგვარ სისულელეებზე არ დაწერენ.
ცნობისათვის, ლამინ იამალს 18 წელი რამდენიმე კვირის წინ შეუსრულდა და ასეთი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან „ბარსელონასთან“ ერთად ორჯერ ლა ლიგის და ესპანეთის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატის მოგებაც მოასწრო.