საბა საზონოვი
Aa
Aa

ტორინოს ტოვებს | საბა საზონოვი ლა ლიგაში ითამაშებს

საბა საზონოვი „ტორინოს" დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. ქართველ ფეხბურთელს ტურინულ კლუბში სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ადგილსამყოფლის გამოცვლა გადაწყვიტა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, საზონოვი კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს. საბა „ხეტაფეს" რიგებში იასპარეზებს და გარიგება ოფიციალურად მალე დადასტურდება.

„ხეტაფე" საზონოვს იჯარის წესით გაიფორმებს. ვადის გასვლის შემდეგ ესპანურ კლუბს მისი ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლება ექნება. ამ მომენტისთვის, გარიგების ფინანსურ მხარეზე არაფერი იწერება. საბას ლიგა 1-იდან ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ „ხეტაფე" აირჩია.

შეგახსენებთ, რომ საბას კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2 მილიონი ევროა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა სხვა სცენარია, ილიას სატიტულო ბრძოლა უნდა მისცენ“ - ბისპინგი თოფურია-მახაჩევის ჩხუბზე
„ახლა სხვა სცენარია, ილიას სატიტულო ბრძოლა უნდა მისცენ“ - ბისპინგი თოფურია-მახაჩევის ჩხუბზე