ალექსანდერ ისაკი
Aa
Aa

სარეკორდო თანხა პრემიერ ლიგისთვის | ისაკი ლივერპულში გადადის

ალექსანდერ ისაკის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება. შვედმა თავდამსხმელმა თავისი მიზანი შეასრულა და „ნიუკასლს“ ტოვებს. ის კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს, მისი ტრანსფერის თანხა კი პრემიერ ლიგისთვის სარეკორდო იქნება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა ყველა დეტალზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. „ნიუკასლი“ ისაკის სანაცვლოდ 125 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რასაც 5 მილიონი ბონუსი დაემატება. საჭირო დოკუმენტების გაცვლა უკვე დაწყებულია და ისაკი „წითლებს“ საკუთარ მომავალს 2031 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებს.

ფეხბურთელი მომდევნო საათებში ჩაფრინდება ლივერპულში და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. „ნიუკასლთან“ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების ვერ მოხერხების შემდეგ, ისაკს მხოლოდ „ლივერპულში“ გადასვლა სურდა. სწორედ ამ მიზეზით მან კლუბს ბოიკოტი გამოუცხადა, რის შემდეგაც „კაჭკაჭებს“ უკან დახევა მოუწიათ.

შეგახსენებთ, რომ ეს „ლივერპულის“ მეორე წინადადებაა. პირველ ჯერზე, კლუბმა 110 მილიონ გირვანქა სტერლინგზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ ისაკმა ბოიკოტი გამოაცხადა და გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულშემატკივრების აპლოდისმენტები | მიქაუტაძე ლიონს დაემშვიდობა
გულშემატკივრების აპლოდისმენტები | მიქაუტაძე ლიონს დაემშვიდობა