გორის დილა
Aa
Aa

ბევრი მომენტი და დრამეს გოლი | დილა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დილას“ მეტოქე „რასინგ ლუქსემბურგი“ გახლდათ. გორელებმა სტუმრად გამართული შეხვედრა 2:1 მოიგეს, განმეორებით მატჩში კი მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს - 1:0

თამაში დიეგო ლონგოს გუნდის უპირატესობით დაიწყო. „დილამ“ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა მეტოქის კარი ვერ აიღო. მატჩის 34-ე წუთზე სტუმართა მეკარემ, რომაინ რუფიემ უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი მეტოქეს ჩააბარა. შეყილაძის დარტყმის შემდეგ, რუფიემ ხელით საკუთარი საჯარიმოს გარეთ ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო.

მეორე ნახევარში „დილას“ ბევრი მომენტი ჰქონდა. 78-ე წუთზე ბუღრიძესა და შეყილაძეს შესანიშნავი შანსები ჰქონდათ, თუმცა მეკარეს ვერ აჯობეს. „დილამ“ გოლი მაინც გაიტანა. 90-ე წუთზე „რასინგ ლუქსემბურგის“ კარი იბრაჰიმა დრამემ აიღო და გორელებს გამარჯვება გაუფორმა.

ცნობისთვის, მეორე რაუნდში „დილას“ მეტოქე „რიგა“ გახლავთ. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა 24 ივლისს გაიმართება, განმეორებით თამაშს კი ერთ კვირაში ვიხილავთ.

ფოტო: გორის დილას ფეისბუქ გვერდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას გარდა ეს მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონია“ | კრივის ლეგენდა თოფურიას აქებს
„ილიას გარდა ეს მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონია“ | კრივის ლეგენდა თოფურიას აქებს