კალათბურთი | საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა.
კოტე ტუღუშის გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ნიდერლანდებთან 64:81 დამარცხდა და ბოლო ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს ნაკრებში 10 ქულაზე მეტი მხოლოდ გეგა წულაიამ დააგროვა(11). ნიკოლოზ აბულაძე კი 10 ქულას დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ კოტე ტუღუშის გუნდს ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო 2 მატჩის მოგება სჭირდებოდა, თუმცა ჯერ დანიასთან დამარცხდა, ახლა კი, როგორც უკვე მოგახსენეთ ნიდერლანდებთან.
ცნობისთვის, A დივიზიონში გადასასვლელად ბრძოლას შვეიცარია და ნიდერლანდები გააგრძელებენ.