„ასეთი ნოკაუტის შემდეგ, ყველა ვერ ბრუნდება“ - ვოლკანოვსკის პროგნოზი ჰოლოუეი-პორიეზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მაქს ჰოლოუეისა და დასტინ პორიეს ბრძოლაზე საკუთარი პროგნოზი დააფიქსირა.
რას ამბობს ვოლკანოვსკი:
„მაქსმა ბოლო ბრძოლა მძიმე ნოკაუტით წააგო და ამ ჩხუბს ამ მდგომარეობაში ხვდება. ბევრს არ შეუძლია ამის შემდეგ 100%-ით გამოჯანმრთელება. ასეთი ნოკაუტების შემდეგ ბევრი ადამიანი იცვლება და მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია პოზიტიური გზით გამოჯანმრთელება. ვიცი, რომ მაქსიც ერთ-ერთი მათგანია. ამ ბრძოლაში მაქსს ავირჩევ, იმის მიუხედავად,რომ ის ნოკაუტით წაგებული ბრძოლით მოდის, რაც თავდაჯერებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ვფიქრობ, შესაძლოა ისევ იგივე, ან გაუმჯობესებული მაქსი ვნახოთ, რადგან ახლა გაცილებით მომზადებული იქნება. ხომ იცით, როგორი ძლიერიცაა და რამდენი უნარიც აქვს. მაგრამ ახლა, როდესაც თავისი დარტყმები უფრო ზუსტად ექნება თავლილი, მისი დამარცხება კიდევ უფრო რთული იქნება“.
შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეისა და დასტინ პორიეს შორის BMF-ის ქამრისთვის ბრძოლა 20 ივლისს, თბილისის დროით 08:00 საათიდან გაიმართება.