ჩაბი ალონსო, ჯუდ ბელინგემი, არდა გიულერი, ფრანკო მასტანტუონო
Aa
Aa

გიულერი და მასტანტუონო ძირითადში - ალონსო რეალის სასტარტოს ცვლის

ჩაბი ალონსო ჯუდ ბელინგემის არყოფნაში „რეალის“ ნახევარდაცვას გადააწყობს და რიგ ცვლილებებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური AS-ი ავრცელებს.

ინგლისელმა ფეხბურთელმა მხრის ოპერაცია გაიკეთა და მის აღდგენას დაახლოებით 10-12 კვირა დასჭირდება.

როგორც AS-ი იტყობინება, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი გეგმავს, რომ სასტარტოში არდა გიულერი და ფრანკო მასტანტუონო ერთად დააყენოს.

აღნიშნულია, რომ თურქმა ტალანტმა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ მთავარ გუნდში რეგულარული თამაში შეუძლია, და სამწვრთნელო შტაბიც მის მიმართ ნდობის გაღრმავებას გეგმავს.

რაც შეეხება მეორე ცენტრალურ ნახევარმცველს, ალონსოს ამ როლში არგენტინელი მასტანტუონო სურს. თუმცა ახალგაზრდა მოთამაშე გუნდს მხოლოდ 14 აგვისტოს შეუერთდება - იმ დღეს, როცა მას 18 წელი შეუსრულდება. მიუხედავად ამისა, ვარაუდობენ, რომ მისი ადაპტაცია დიდ ხანს არ გასტანს.

ლა ლიგის პირველ ტურებში ძირითადში, სავარაუდოდ, ედუარდო კამავინგა ითამაშებს. მწვრთნელის გეგმა ასეთია: გიულერი შემტევ ხაზთან უფრო ახლოს იქნება განლაგებული, ხოლო ფრანგს ნახევარდაცვის კონტროლი დაეკისრება.

ასევე ირკვევა, რომ ბრაჰიმ დიასს და განსაკუთრებით როდრიგოს ძალიან მცირე შანსი ექნებათ, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ. როდრიგოს რაც შეეხება, შესაძლოა მალე მან გუნდი საერთოდ შეიცვალოს. ბრაზილიელით „ლივერპულია“ დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები