მოურინიო: ვინისიუსის ადგილას მე უკვე ესპანეთიდან წასული ვიქნებოდი
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა.
- როგორ უმკლავდებით ვინისიუსის ხასიათს?
„ის საოცარი ბიჭია, მასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მარტივია. ყოველდღე რამდენიმე წუთს მასთან პირისპირ ვატარებ. დაუჯერებლად ვაფასებ მას იმისთვის, რომ ყოველთვის ახერხებს ცხოვრებასა და გადარჩენას ღიმილით სახეზე. მის ადგილას რომ ვიყო, ალბათ, აქ აღარ ვიქნებოდი. ვეცდებოდი იმ ქვეყანაში გადასვლას, სადაც პატივს მცემენ. მაგრამ ის „რეალისადმი“ ერთგულებისა და კლუბის სიყვარულის გამო დარჩა. მას სჯერა, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს და ღიმილს აგრძელებს. არაფერს და არავის ძალუძს ამ ღიმილის წართმევა.
- რა არ მოგეწონათ ვინისიუსის ქმედებებში „რომას“ მეორე გოლის ეპიზოდში?
„ვინისიუსს ძალიან მძიმე მატჩი ჰქონდა. ჩემი აზრით, ამის მთავარი მიზეზი გასპერინი გახდა, რადგან „რომა“ მუდმივად მისი ფლანგიდან უტევდა. მეორე ტაიმში „რომა“ გადაეწყო. მეორე გოლის ხასიათმა დამწყვიტა გული, რადგან თამაში თანაბარი იყო და პრობლემები არ გვექმნებოდა. ვინისიუსს არ უნდა გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, მაგრამ საგანგაშო არაფერია. მე ხუთი ცვლილება განვახორციელე და არა ერთი. ცვლილებები ფეხბურთის ნაწილია. ვინისიუსმა მეტი უნდა იმუშაოს. არ მინდა რაიმეს დაპირება, რადგან დაპირებების გაცემა არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, ოთხშაბათს ის სასტარტო შემადგენლობაში გამოვა.
რაც შეეხება ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციას, კმაყოფილი ვარ, რადგან შეიძლებოდა მეტიც მიეცათ. ვფიქრობდი, რომ ისინი, ვინც ჩასაფრებულნი არიან, კიდევ ერთ-ორ მატჩს დაუმატებდნენ“,
- განაცხადა მოურინიომ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს