ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, დასტინ პორიე
Aa
Aa

„თოფურიას დიდი ქომაგი ვარ, უსაზღვრო პოტენციალი აქვს“ - პორიე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მე-6 ნომერმა დასტინ პორიემ, რომელიც რამდენიმე დღეში BMF-ის ქამრისთვის ბრძოლაში მე-5 ნომერ მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება, ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე ილია თოფურიაზე ისაუბრა.

რა თქვა „ბრილიანტმა“:

„ვერ ვიტყვი, რომ ოლივეირასთან ილიას ნოკაუტით გამარჯვება შეუძლებელი მეგონა, უბრალოდ მე, ისევე როგორც ყველა სხვა, ამას ნაკლებად ველოდებოდი. არასოდეს გვინახავს, რომ ჩარლზი ასე გაეთიშათ. თუმცა შეხედეთ, როგორი სერია აქვს ახლა თოფურიას. მისი დიდი ქომაგი ვარ. მის ყველა ჩხუბს ვუყურებ. თანაც, ყველაფერი, რასაც ის გვპირდება, შემდეგ რეალობად იქცევა, და ილია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მას უსაზღვრო პოტენციალი აქვს.

ვინ უნდა იყოს თოფურიას შემდეგი მეტოქე? მსუბუქ წონაში ყოველთვის დიდი კონკურენციაა - ალბათ, ჯასტინ გეიჯი. რაც შეეხება მის პოტენციურ ასვლას ქვესაშუალოში, ვფიქრობ, ეს დიდი ნახტომია. ისლამი ფიზიკურად დიდია. ილიას არ შევხვედრივარ, მაგრამ ის ისლამზე პატარა ჩანს. ქვემსუბუქ და მსუბუქ წონაში მას ნებისმიერი მეტოქის დანოკაუტება შეუძლია, მათ შორის მახაჩევის. რაც შეეხება ქვესაშუალოს, ყველაფერი მის გამძლეობაზე იქნება დამოკიდებული. ამ წონაში ილიას ჩხუბი ჯერ არ გვინახავს, ამიტომ ამასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს“.

შეგახსენებთ, რომ პორიე-ჰოლოუეის ბრძოლა 20 ივლისს, თბილისის დროით 08:00 საათიდან დაიწყება. ჰოლოუეი BMF-ის ქამრის მოქმედი მფლობელია, პორიესთვის კი ეს ბრძოლა კარიერაში უკანასკნელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რა არის ჩემი ნოკაუტების საიდუმლო?“ - რას პასუხობს ილია თოფურია
„რა არის ჩემი ნოკაუტების საიდუმლო?“ - რას პასუხობს ილია თოფურია