„ილია ნებისმიერის გათიშავს, მაგრამ ნახევრადსაშუალო წონაში ისლამთან ზედმეტია...“
დასტინ პორიემ ილია თოფურიას ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიაში სავარაუდო გადასვლაზე ისაუბრა.
მანამდე UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა დაადასტურა, რომ თუ ისლამ მახაჩევი ჯეკ დელა მადალენას დაამარცხებს, თოფურიასა და მახაჩევს შორის ბრძოლა აუცილებლად შედგება.
„ვინ უნდა იყოს თოფურიას შემდეგი მეტოქე? მსუბუქ წონაში ყოველთვის ქაოსია. იქნებ ჯასტინ გეიჯი?
თოფურიას გადასვლა ნახევრადსაშუალო წონაში და ბრძოლა ისლამ მახაჩევთან - ვფიქრობ, ეს უკვე გადაჭარბებაა. ისლამი ძალიან დიდი მებრძოლია.
თოფურია ცხოვრებაში არასდროს მინახავს, მაგრამ ეკრანზე პატარა ჩანს. თუმცა მშვენივრად ვხვდები, რომ მას შეუძლია ნებისმიერი გათიშოს, იქნება ეს ნახევრადმსუბუქი, მსუბუქი თუ ნახევრადსაშუალო წონა. მას აქვს ტექნიკა, ძალა, უნარები.
მაგრამ ჯერ არ გვინახავს, როგორ იბრძვის ისეთ ძლიერ და მსხვილ მოჭიდავესთან, როგორიც ისლამია. ვფიქრობ, ჯობია ჯერ ორ-სამჯერ დაიცვას ტიტული, სანამ ასეთ ბრძოლებზე დაიწყებს ფიქრს,“
- ციტირებს დასტინ პორიეს სიტყვებს MMA Junkie.