ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„რა არის ჩემი ნოკაუტების საიდუმლო?“ - რას პასუხობს ილია თოფურია

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ილია თოფურიამ ცნობილ ესპანელ იუთუბერ, The Grefg-თან გადაცემაში სტუმრობისას თავისი ბრძოლის სტილზე და ნოკაუტებზე ისაუბრა.

რას ამბობს „მატადორი“:

„სინამდვილეში, ჩხუბის დროს არა მოწინააღმდეგეს, არამედ დროს ვებრძვი. ამას უკვე პირველივე რაუნდის ნახევარში ხვდები. ვხედავ, რომ მოწინააღმდეგე უკვე მზად არის. თუ რაუნდნახევრის განმავლობაში ძალისხმევას, მოძრაობას და ენერგიას სწორად გააკონტროლებ, მაშინ მეტოქე წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ შეძლებს. ამის შემდეგ შეგიძლიათ რაც გინდა, ის გაუკეთო. მთავარია თავიდანვე გიჟივით არ მივარდე და არ ურტყა“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ერთმანეთის მიყოლებით ჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში), შემდეგ მაქს ჰოლოუეი (მესამე რაუნდში), ბოლოს კი ჩარლზ ოლივეირა (პირველ რაუნდში) დაანოკაუტა. ქართველი მებრძოლი ერთი წლის განმავლობაში UFC-ის ორი წონითი დივიზიონის - ქვემსუბუქის და მსუბუქის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ კონორი, შემდეგ ილია“ - ნეით დიასი ორ ბრძოლას ითხოვს
„ჯერ კონორი, შემდეგ ილია“ - ნეით დიასი ორ ბრძოლას ითხოვს