შუსტერი: თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახეთში „ორდაბასს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში კი 5:4 გაიმარჯვეს და მეორე ეტაპზე გავიდნენ.
მატჩის შემდეგ „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა პრესკონფერენცია გამართა.
„უზომოდ ბედნიერი ვარ, გუნდის თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ.
დღეს დილით პაატა ღუდუშაურს ვესაუბრე. მითხრა, რომ მზად იყო გუნდისთვის მაქსიმალურად დახარჯულიყო. თამაშზე სხვა გეგმით გამოვედით, მაგრამ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ბევრი რამ შეცვალა. გვსურდა შეგვეტია, თუმცა მეორე ტაიმში პრიორიტეტი საკუთარი კარის დაცვა იყო, სორი მანე დაგვჭირდა და ცვლილებები გავაკეთე.
მთავარია, შემდეგ ეტაპზე ვართ. ახლა მომდევნო მეტოქისთვის დავიწყებთ მზადებას“.
- განაცხადა შუსტერმა.
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო ეტაპზე „ტორპედო“ გავიდა, რომლის მეტოქე კვიპროსის „ომონია“ იქნება. პირველი მატჩი 24 ივლისს კვიპროსში გაიმართება.