გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა - სპორტინგი სელტიკთან დამარცხდა

ლისაბონის სპორტინგმა წინასასეზონო მომზადება დაიწყო. დღეს პორტუგალიური კლუბი სელტიკს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე მატჩის 59-ე წუთზე შევიდა.

შეიძლება ითქვას, რომ დარჩენილ დროში ქოჩორა საკმაოდ დამაჯერებლად და კარგად გამოიყურებოდა, თუმცა სელტიკის მეორე გოლი შეტევაში მის დაკარგულ ბურთს მოყვა.

სხვა მხრივ, გიორგი ბურთს კარგად ანაწილებდა და ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძოდა. მეტიც, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თანაგუნდელი კარგ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ბურთი კარს დიდი მანძილით ასცდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის სპორტინგთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქე რთულია, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ - შუსტერი ორდაბასთან მატჩზე
„მეტოქე რთულია, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ - შუსტერი ორდაბასთან მატჩზე