გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ოფიციალური წინადადება ჯერ არ ყოფილა | კვერნაძეს რამდენიმე კლუბი აკვირდება

გიორგი კვერნაძის საკუთარ რიგებში ხილვით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. „ფროზინონეს“ ქართველი ფეხბურთელი „ბარის“, „კალიარისა“ და „ვერონას“ დაუკავშირეს, თუმცა „კანარინის“ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია.

„კვერნაძეს რამდენიმე კლუბი აკვირდება, თუმცა ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ ყოფილა. ფროზინონე ქართველი ფეხბურთელის არ გაყიდის და იმ შემთხვევაში გაუშვებს თუ მაცდურ წინადადებას მიიღებს,“ - წერს Frosinonetoday-ი.

იტალიური პრესის მიხედვით, ყველაზე დიდი ინტერესი „კალიარის“ აქვს. „როსობლუმ“ ნიადაგი უკვე მოსინჯა, თუმცა ოფიციალურ შეთავაზებამდე საქმე არ მისულა. დაიწერა ისიც, რომ შესაძლებელია, კვერნაძის გადაბირება არაიტალიურმა კლუბებმაც სცადონ.

2024/25 წლების სეზონში კვერნაძემ მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა და გიორგის „ფროზინონესთან“ ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი მაქვს, გუნდს ბევრი გოლით დავეხმარები“ - აბუაშვილი მეცის ფეხბურთელია
„იმედი მაქვს, გუნდს ბევრი გოლით დავეხმარები“ - აბუაშვილი მეცის ფეხბურთელია