ბრინჯაოს მედლის შანსი | ლუკა მაისურაძე კენი კომი ბედელს შეხვდება
უნგრეთის დედაქალაქში, ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეხუთე დღეს, საქართველოს სახელით ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ იასპარეზეს და მაისურაძეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
მაისურაძე ნახევარფინალში გავიდა და სანშირო მურაოს დაუპირისპირდა. იაპონელმა ჯუდოკამ იპონით მოიგო და ფინალში გავიდა, ლუკა კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. მაისურაძე იტალიელ კენი კომი ბედელს დაუპირისპირდება, რომელმაც ბექაურს მოუგო.
-90 კილოგრამი წონითი დივიზიონის ფინალში იაპონურ შეხვედრას ვიხილავთ. სანშირო მურაო მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, გოკი ტაჯიმას დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 8 საათიდან დაიწყება.