შონ ომალი, დენიელ კორმიე, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

კორმიე: არის შანსი, რომ ომალი ნურმაგომედოვთან იჩხუბებს

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლის, ამჟამად კი კომენტატორის, დენიელ კორმიეს თქმით, შონ ომალის მომდევნო მეტოქე შესაძლოა უმარ ნურმაგომედოვი გახდეს.

„არის შანსი, რომ ომალი უმარ ნურმაგომედოვთან იჩხუბებს. შონს გაუჭირდება ისევ სატიტულო ბრძოლის შანსის მიღება, 2 მარცხის შემდეგ“, - თქვა კორმიემ.

შეგახსენებთ, რომ UFC 316-ის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო დაპირისპირება იყო.

ქართველმა მებრძოლმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი მეორედ დაიცვა და „შუგა“ მახრჩობელა ილეთით, მესამე რაუნდში დაამარცხა.

რაც შეეხება ნურმაგომედოვს, უმარს 19 ბრძოლიდან 18 გამარჯვება აქვს. ერთადერთი ჩხუბი მან სწორედ მერაბ დვალიშვილთან, UFC 311-ზე წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დვალიშვილს ჯონსზე და მახაჩევზე მაღლა მხოლოდ ამის შემდეგ დავაყენებ...“ - სეხუდო
„დვალიშვილს ჯონსზე და მახაჩევზე მაღლა მხოლოდ ამის შემდეგ დავაყენებ...“ - სეხუდო