საქართველო - კვიპროსი | ქალთა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი თბილისში
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით მატჩს გამართავს. 3 ივნისს, ირის ანტმანის გუნდი კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს.
მატჩისწინა ვარჯიში საქართველოს ქალთა ნაკრებმა შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. დისკვალიფიკაციის გამო, კვიპროსთან მატჩს ნინო პასიკაშვილი, ტატა მატვეევა და ლიზი მწყერაშვილის გამოტოვებენ. გუნდს თეონა ბაქრაძე უბრუნდება, რომელმაც ანდორასთან სტუმრად მოგებული მატჩი გამოტოვა. კვიპროსთან მატჩისთვის სანაკრებო შეკრებას შეუერთდნენ ელენე ჩიქოვანი და ნინო ბუხრიკიძე.
საქართველო - კვიპროსის მატჩი 3 ივნისს, მიხეილ მესხი 2-ზე 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი)
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ანი აკობიძე (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური) მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ნათია ჯოჯუა (ელიტა, თბილისი) თინათინ ამბალია (კვარტალი, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი)