ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
უეფას ქალთა ერთა ლიგის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
30 მაისს, რიგის LNK Sporta Parks-ზე ლატვიის ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
შეხვედრის მთავარი არბიტრი მზევინარ შარაშანიძე იქნება. მას ასისტენტობას სოფო წულაია და ელენე ელოშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი, თეონა სტურუა იქნება.
ლატვიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ქალთა ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
gff.ge