გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ტრაბზონსპორმა ჩაკვეტაძის შეძენა სცადა | გიორგის უარი თურქულ კლუბს

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ მაისურით ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და „კრაზანების“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ქართველი ნახევარმცველის კარგი თამაში ევროპულ კლუბებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და „ჩაკვეს“ რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა.

თურქული პრესის მიხედვით, ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც გიორგის გადაბირება სურდა, „ტრაბზონსპორი“ გახლდათ. „შავი ზღვის შტორმის“ ხელმძღვანელებმა კონკრეტული ნაბიჯი გადადგეს და ჩაკვეტაძის წარმომადგენლებსა და „უოტფორდს“ დაუკავშირდნენ, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ.

ტრაბზონული გაზეთის, kuzeyekspres-ის ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა თურქულ კლუბში გადასვლაზე უარი განაცხადა. როგორც kuzeyekspres-ი წერს, „ჩაკვემ“, მაღალ დონეზე ჩატარებული სეზონის შემდეგ, კარიერის თურქეთის ჩემპიონატში გაგრძელება არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ კონტრაქტო 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 4 მილიონი ევროა. გიორგის პრემიერ ლიგის კლუბები აკვირდებიან და სხვადასხვა დროს, „ჩაკვე“ „ვულვზს“, „ევერტონსა“ და „ლესტერს“ დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა ტრავმა?! | დვალიშვილი ოქტაგონზე გასასვლელად მზადაა
რა ტრავმა?! | დვალიშვილი ოქტაგონზე გასასვლელად მზადაა