მერაბზე მეტჯერ არავინ შეუმოწმებიათ | დოპინგ-ტესტები UFC-ში
UFC-ის მებრძოლებს აკრძალულ პრეპარატებზე უმკაცრესად აკონტროლებენ. ანტი-დოპინგის სააგენტომ მონაცემთა ბაზა განაახლა და ცნობილია მებრძოლი, რომელიც 2025 წელს ყველაზე მეტჯერ შეამოწმეს. მას 7 ტესტის ჩაბარება მოუწია...
2025 წელს ყველაზე მეტჯერ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი შეამოწმეს - 7. მეორე პოზიციებს კელვინ კატარი, ანჯელა ჰილი და არმან ცარუკიანი ინაწილებენ. მათ 6 დოპინგ-ტესტი ჩაუტარდათ.
მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია სამჯერ გატესტეს. იმავე რაოდენობის ტესტი აქვთ ჩაბარებული გიგა ჭიკაძეს, ალექსანდრე თოფურიასა და რომან დოლიძეს. რაც შეეხებათ ჩემპიონებს, კაილა ჰარისონმა დოპინგ-ტესტი 5-ჯერ ჩააბარა, ტომ ასპინალმა - ორჯერ, სხვებმა - სამ-სამჯერ.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ქართველი, რომელსაც ოქტაგონში ვიხილავთ, რომან დოლიძეა. „კავკასიელი“ თბილისის დროით 10 აგვისტოს იჩხუბებს და ენტონი ჰერნანდესს დაუპირისპირდება.