ვილი სანიოლი, ლუკა ლოჩოშვილი, მიროსლავ კლოზე, ნიურნბერგი
Aa
Aa

„გამორჩეული მოთამაშე სპორტული და პიროვნული თვლასაზრისით“ - BILD-ი ლოჩოშვილზე

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „ნიუნბერგში’’ გააგრძელებს. ფეხბურთელი გერმანიაში 11 ივლისს, დილას გაფრინდება, გერმანული კლუბი „კრემონეზედან’’ 1,5 მილიონ ევროდ გამოისყიდის, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველის შესახებ გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი წერს და ტრანსფერში ვილი სანიოლის როლსაც აღნიშნავს, რომელმაც „ნიურნბერგის“ მთავარ მწვრთნელსა და მის ძველ გუნდელს მიროსლავ კლოზეც „ლოჩო“ კარგად დაუხასიათა.

„ლუკა ლოჩოშვილი კლოზეს სათამაშო სტილში იდეალურად ჯდება. ქართველი მცველი კარგად საუბრობს ინგლისურ და იტალიურ ენებზე. ის სპორტული და პიროვნული თვალსაზრისითაც გამორჩეულია. ყველამ იცის, რომ პასუხისმგებლობის აღებას არ უშინდება.

2022 წლის 27 თებერვალს, უკვე ნიურნბერგის ახალწვეულმა, მოედანზე თავისი მეტოქის ჯორ დაიგლის სიცოცხლე გადაარჩინა. ეს ამბავი აუსტრიისა და ვოლფსბერგერის მატჩის ბოლო წუთებზე მოხდა. ტაიგლს თავში მეტოქის ფეხი ძლიერად მოხვდა და გონება დაკარგა. ლოჩოშვილმა რეაგირება სწრაფად მოახდინა, მას ენა დაუჭირა და სიკვდილისგან იხსნა. აქედან მალევე, უეფამ ლოჩოშვილი ფეარ პლეის პრიზით დააჯილდოვა.

ამ ყველაფრის ფონზე, გასაკვირი არ გახლავთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თავის ყოფილ გუნდელს მიროსლავ კლოზე ლოჩოშვილის დამატება ურჩია. ქართველი მცველი ფიზიკურად ძლიერია და მებრძოლია, იგი გუნდის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს“.

- წერს Bild-ი.

ლოჩოშვილი კლუბთან კონტრაქტს 3+1 სისტემით გააფორმებს. კლოზეს გუნდი გასულ სეზონში „ნიურბერგი'' ბუნდესლიგა 2-ში მე-10 ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები