ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი მუნდიალის შესარჩევი მატჩებისთვის ნაკრებში გამოიძახეს

არგენტინის ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ თავდამსხმელი ლიონელ მესი 2026 წლის მუნდიალის შესარჩევი მატჩებისთვის, ნაკრებში გამოიძახეს.

არგენტინელები 4 ივნისს ჩილეს დაუპირისპირდებიან, 7 ივნისს კი კოლუმბიას სტუმრად მიიღებენ.

წინა მატჩები, რომელიც ნაკრებმა ურუგვაისთან და ბრაზილიასთან გამართა, მესიმ ტრავმის გამო გამოტოვა.

37 წლის ლეო უკვე გამოჯანმრთელდა და ახლა შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არა მხოლოდ შესარჩევ მატჩებში, არამედ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში.

მიმდინარე სეზონში მესიმ 16 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გირჩევთ, ეპიზოდს გადახედოთ...“ - მამარდას პენალტის ეპიზოდზე VAR-ის ჩანაწერი გავრცელდა
„გირჩევთ, ეპიზოდს გადახედოთ...“ - მამარდას პენალტის ეპიზოდზე VAR-ის ჩანაწერი გავრცელდა