ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბეშიქთაში და დავითაშვილი | თურქული კლუბის პოზიცია

„სენტ-ეტიენის“ ქართველი ფეხბურთელი, უცხოური კლუბების რადარზე იმყოფება. ერთ-ერთი, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, „ბეშიქთაშია“. „შავ-თეთრები“ ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ და ერთ-ერთი სამიზნე დავითაშვილია.

„ბეშიქთაშის“ ინტერესთან დაკავშირებით, თურქულ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილი ჟურნალისტის, სერკან მოროვას ცნობით, „ბეშიქთაშს“ დავითაშვილი ნამდვილად აინტერესებს, მაგრამ „მწვანეებისთვის“ წინადადებით არ მიუმართავს და არც ფეხბურთელთან ჰქონია კონტაქტი.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, „ბეშიქთაშის“ მიზანი ევროტურნირების საგზურის დასაკუთრებაა. „შავ-თეთრები“ სუპერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციას იკავებენ და თუ არაფერი შეიცვალა, მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ.

დავითაშვილს რაც შეეხება, მას „სენტ-ეტიენთან“ ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ი ზურიკოს 10 მილიონ ევროდ აფასებს და ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 7 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შანსი არ არის, რომ პირველი მეკარე იყოს“ - რობინსონმა მამარდაშვილზე ისაუბრა
„შანსი არ არის, რომ პირველი მეკარე იყოს“ - რობინსონმა მამარდაშვილზე ისაუბრა