ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ამ ასაკში ჯონსისთვის ჩემთან ჩხუბი რისკია“ - ასპინალმა UFC-ის ულტიმატუმი წაუყენა

UFC-ის ისტორიაში ტომ ასპინალი დროებითი ჩემპიონის ქამარს ალბათ ყველაზე დიდი ხანია ფლობს - მან ტიტული 2023 წლის ნოემბერში სერგეი პავლოვიჩის დამარცხებით მოიპოვა, ხოლო 2024 წლის ივლისში კერტის ბლეიდსთან წარმატებით დაიცვა. მას შემდეგ ინგლისელი სპორტსმენი ელოდება როდის ჩაუნიშნავენ მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონ ჯონ ჯონსთან ორთაბრძოლას, თუმცა ამ ყველაფრის ორგანიზება ალბათ პირველ რიგში „ბოუნსის“ გამო, ჭიანურდება, რამაც როგორც ჩანს ასპინალი წყობიდან გამოიყვანა და ბოლო ინტერვიუს დროს საკმაოდ კრიტიკული განცხადებაც გამოუვიდა.

ტომ ასპინალი

თუ ვინმე ფიქრობს, რომ დროებითი ჩემპიონის სტატუსი მსიამოვნებს, ძალიან ცდება. უბრალოდ მოცემულ მომენტში მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მზად ვარ ჯონს ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას ვეჩხუბო, თუმცა მასთან შეთანხმება ალბათ ჰონორარის მცირე რაოდენობის გამო ვერ ხერხდება.

ჯონსს არაჩვეულებრივი კარიერა ჰქონდა, მაგრამ ის უკვე 37 თუ 38 წლისაა, ჰქონდა ბევრი ტრავმები, ბევრი მოხვდა თავში და ეს კრიტიკა კი არა, რეალობაა. სტატისტიკას თუ ჩახედავთ, მე UFC-ის ყველაზე საშიში მებრძოლი ვარ.

სწორედ აქედან გამომდინარე, ჯონი ჭკვიანად იქცევა და რახან თვლის, რომ ახლა ჩემთან ჩხუბი მისთვის დიდი რისკია, სოლიდურ ფინანსურ კომპენსაციასაც ითხოვს. რაც არ უნდა იყოს, უკვე მომბეზრდა ამ თემაზე საუბარი - ან ბრძოლა ჩამინიშნონ, ან სხვასთან დაპირისპირებაზე დავიწყებ ფიქრს.

ცნობისათვის, 37 წლის ჯონ ჯონსის ანგარიშზე 28 გამარჯვება და 1 მარცხია, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ჩაუთვალეს. 32 წლის ასპინალმა კი კარიერაში 15 ბრძოლა მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა. ტომს UFC-ში ჩატარებული 9 დაპირისპირებიდან 7 მათგანი თავის სასარგებლოდ პირველივე რაუნდში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი სირთულეები წინ აქვს“ - ჯონსმა მახაჩევზე ისაუბრა
„მთავარი სირთულეები წინ აქვს“ - ჯონსმა მახაჩევზე ისაუბრა