დავითაშვილი აქტიური იყო | სენტ-ეტიენის ძალიან საჭირო გამარჯვება
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლოსწინა ტურში „რეიმსი’’ შინ „სენტ-ეტიენთან’’ 0:2 დამარცხდა. ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენი’’ 30 ქულით მე-17 ადგილზეა და მე-16 პოზიციაზე მყოფ „ლე ავრს'' 1 ქულით ჩამორჩება.თუ „სენტ-ეტიენი'' სეზონს მე-16 ადგილზე დაასრულებს, გადათამაშების გზით ლიგა 1-ში დარჩენის შანსს მიიღებს. მე-17 ადგილზე გასვლის შემთხვევაში, „სენტ-ეტიენი'' ლიგა 2-ში გავარდება. დასკვნით ტურში
ტრადიციულად, „სენტ-ეტიენის’’ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა ზურიკო დავითაშვილი სასტარტო 11-ეულში ათამაშა. ზურიკო მარცხენა ფლანგზე აქტიური იყო და „რეიმსის’’ მცველებს პრობლემებს უქმნიდა. მის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო არბიტრმა „რეიმსის’’ ნახევარმცველ ამადუ კონეს ყვითელი ბარათი უჩვენა. მეორე ტაიმში ერთ მომენტში მეტოქის საჯარიმოში კარგად შევიდა, თუმცა შემდეგ მცველთან ორთაბრძოლისას პოზიცია დათმო და კარისკენ ვერ დაარტყა.
დავითაშვილის გამორჩეული მომენტები
24 წლის ქართველმა შემტევმა, რომელიც ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, 32 მატჩში 9 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა.