ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარაცხელიას გზა დიდებისკენ“ | რას წერს Il Mattino ქართველ ფეხბურთელზე

ცნობილი ნეაპოლური გამოცემა, Il Mattino ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „არსენალია“. „კვარაცხელიას გზა დიდებისკენ“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Il Mattino და მოახლოებულ თამაშზე წერს.

„დანიშნულების ადგილი მიუნხენი. ხვიჩა კვარაცხელიამ კალენდარზე 31 მაისი უკვე შემოხაზა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალი სწორედ ამ დღეს გაიმართება. ქართველი ფეხბურთელი პარკ დე პრენსზე იანვარში გადავიდა და ლუის ენრიკეს გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა. კვარას საფრანგეთის ჩემპიონობა უკვე მოპოვებული აქვს და ახლა ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს.

არსენალთან გასამართ საპასუხო შეხვედრას, პარი სენ-ჟერმენი 1-ბურთიანი უპირატესობით იწყებს. მოკლედ რომ ვთქვათ, პსჟ ფინალთან ძალიან ახლოსაა და შესაძლოა, კვარაცხელიამ ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობა პირველად მიიღოს. ეს მისთვის ახდენილი ოცნება იქნება. მან გოლებით, ასისტებითა და გამორჩეული პერფორმანსებით პარი სენ-ჟერმენზე გამანადგურებელი გავლენა მოახდინა. და ახლა, მისი მიზანია, ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართოს“, - წერს Il Mattino.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ წყვილის გამარჯვებული ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება. „ნერაძურიმ“ ასპარეზობას „ბარსელონა“ გამოთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ ყოფნა დავიმსახურეთ, მიზანი კი უფრო შორს მიდის“ - ენრიკეს და ჰაკიმის პრესკონფერენცია
„აქ ყოფნა დავიმსახურეთ, მიზანი კი უფრო შორს მიდის“ - ენრიკეს და ჰაკიმის პრესკონფერენცია