ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ამისთვის ბევრი რამაა საჭირო“ | ვოლკანოვსკის ილიასთან რემატჩი უნდა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი არიელ ჰელვანის ესაუბრა. ცნობილმა ჟურნალისტმა „ვოლკს“ ილია თოფურიას გადაწყვეტილებაზე ჰკითხა და ავსტრალიელმა მებრძოლმა „ლეგენდასთან“ კიდევ ერთი ჩხუბის გამართვის სურვილი გამოხატა.

„ჩემთვის მოვლენების იდეალური განვითარება თოფურიასთან რემატჩი და საჩემპიონო ქამრის დაბრუნება იქნებოდა. ეს არ გამოვიდა და პატივი უნდა ვცეთ იმას, რასაც თოფურია აკეთებს. ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ყველაფერი დაამთავრა და მსუბუქ წონაში სურს ჩემპიონობა.

მიეცით საშუალება, რაც უნდა ის აკეთოს და შესაძლოა, მასთან მეორედ მსუბუქ წონაში ვიჩხუბო. ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობის შანსი კიდევ ერთხელ... წარმოიდგინეთ, ილიამ ქამარი რომ მოიგოს, მე კი ტიტული დავიცვა და შემდეგ ჩვენი რემატჩი შედგეს. ეს უდიდესი ორთაბრძოლა იქნება და მოვლენების იდეალური განვითარებაა, მაგრამ ამისთვის ბევრი რამაა საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და ტიტულისთვის ჩხუბში, ვოლკანოვსკიმ დიეგო ლოპესს აჯობა. ილია მსუბუქ წონაში ავიდა და ისლამ მახაჩევთან სურს დაპირისპირება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლაურენტისი შეშფოთებული იყო“ | სპალეტიმ კვარაცხელიას ტრანსფერი გაიხსენა
„დე ლაურენტისი შეშფოთებული იყო“ | სპალეტიმ კვარაცხელიას ტრანსფერი გაიხსენა