ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

დუბაიში იმყოფებიან | მახაჩევთან მოლაპარაკება მიმდინარეობს

UFC-ის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი მატჩმეიკერი, ჰანტერ კემპბელი დუბაიში იმყოფება. უცხოური გამოცემების მიხედვით, კემპბელი ისლამ მახაჩევსა და მის წარმომადგენლებს შეხვდა და მასთან ოქტაგონზე თაბრუნების თაობაზე, მოლაპარაკება გამართა.

გავრცელებული ინფორმაცია მალევე დადასტურდა. რამდენიმე წუთის წინ, მახაჩევის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში კემპბელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. MMA-ის ქომაგთა ნაწილის აზრით, მოლაპარაკებები ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბზე მიმდინარეობს.

დღეს, „ლეგენდამ“ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოქტაგონზე 28 ივნისს გავა. დიდი ხნის განმავლობაში, იწერებოდა, რომ თოფურია ამ დღეს მახაჩევს დაუპირისპირდებოდა, მაგრამ სხვა ვარიანტიც განიხილება. ერთ-ერთი ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბია.

ცნობილი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, როგორც ილიამ, ისე ისლამმა მოსამზადებელი კემპი დაიწყეს. მოსალოდნელია, რომ მათი ორთაბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აჩვენა, ჯორჯ ბესტს რატომ ადარებენ“ | Standard-ის სტატია კვარაცხელიაზე
„აჩვენა, ჯორჯ ბესტს რატომ ადარებენ“ | Standard-ის სტატია კვარაცხელიაზე