ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

ნოკაუტი მესამე რაუნდში - ბელალმა მადალენასთან ბრძოლაზე ისაუბრა

კანადის ქალაქ მონრეალში, 11 მაისს გასამართი UFC 315-ის სატიტულო ორთაბრძოლა ბევრ რამეს არამხოლოდ ნახევრადსაშუალო, არამედ მსუბუქ წონით დივიზიონშიც გაარკვევს, სადაც შერეული ორთაბრძოლების ქართველი გულშემატკივარი ილია თოფურიას მომდევნო მეტოქის გარკვევას მოუთმენლად ელოდება. ვარაუდობენ, რომ ბელალ მუჰამადის გამარჯვების შემთხვევაში, ისლამ მახაჩევი წონის შეცვლისგან თავს შეიკავებს და თოფურიასთან ბრძოლას თავს ვეღარ აარიდებს. თავად მუჰამადი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

რას ამბობს ბელალი

ვემზადები ისე, როგორც ყოველთვის. საქმეს მუდამ სერიოზულად ვუდგები და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. ჯეკ დელა მადალენას ვაფასებ და ის ძალიან ძლიერი ოპონენტია, მაგრამ წინააღმდეგობას მაქსიმუმ ორი რაუნდის განმავლობაში თუ გამიწევს, მესამეში კი ნოკაუტში გავგზავნი.

შეგახსენებთ, რომ ბელალ მუჰამადმა უკანასკნელი და საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის ზაფხულში ჩაატარა, როდესაც ლეონ ედვარდსი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება დელა მადალენას, ის გულშემატკივარმა 2024 წლის მარტში იხილა, როდესაც გილბერტ ბარნსს მესამე რაუნდში ნოკაუტით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მხოლოდ მე და ილიას შეგვიძლია“ - ცარუკიანმა მახაჩევზე ისაუბრა
„ეს მხოლოდ მე და ილიას შეგვიძლია“ - ცარუკიანმა მახაჩევზე ისაუბრა