სენდჰეგენმა ფიგერედოს მოუგო - კორიმ ომალი მოითხოვა
დღეს დილით გამართულ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ბრძოლაში კორი სენდჰეგენმა ბრაზილიელი დეივისონ ფიგეირედო მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ბრძოლის დასრულების შემდეგ საკმაოდ ამბიციური კომენტარი გააკეთა.
რას ამბობს სენდჰეგენი
არაფერი ისე არ მაბრაზებს, როგორც მარცხი. სწორედ ამიტომ, მუდამ მაქსიმუმს ვცდილობ რომ გავიმარჯვო და საკუთარი სიძლიერე დავამტკიცო. ჩემპიონობა და შონ ომალისთან შეხვედრა მინდა. UFC-ის ხელმძღვანელებს მივმართავ, მომეცით შანსი და ყველას დავუმტკიცებ, რომ ქამრის ღირსი ვარ.
ჩემპიონობის სურვილი თუ აქვს, სენდჰეგენს პირველ რიგში მერაბ დვალიშვილთან მოუწევს დაპირისპირება, რომელიც სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარს ფლობს და 7 ივნისს ტიტულის დაცვას სწორედ ომალისთან შეეცდება.
რაც შეეხება სენდჰეგენს, მან დროებითი ჩემპიონობისთვის 2021 წლის ოქტომბერში უკვე იჩხუბა, თუმცა პეტერ იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.