თრილერი ბარსასთან | მარკოიშვილის მონაკოს გამარჯვება ევროლიგაში
კალათბურთში, ევროლიგის ფლეი-ოფში „მონაკომ’’ 5-მატჩიან თრილერში „ბარსელონას’’ მოუგო და ოთხთა ფინალში გავიდა.
„მონაკომ’’, რომლის მთავარი მწვრთნელის, ვასილის სპანულისის ასისტენტი ქართველი მანუჩარ მარკოიშვილი, მე-5 შეხვედრაში კატალონიური გუნდი 85:84 დაამარცხა. ამ მატჩში ყველაზე შედეგიანი „მონაკოს’’ 34 წლის ამერიკელი კალათბურთელი მაიკ ჯეიმსი იყო, 20 ქულა ჩააგდო.
ნახევარფინალში „მონაკოს'' მეტოქე „ოლიმპიაკოსია'', რომელმაც მეოთხედფინალში „რეალს'' სამი მატჩი მოუგო და მხოლოდ 1 დათმო.
38 წლის მანუჩარ მარკოიშვილი 2021 წლიდან „მონაკოს’’ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს. გასულ წელს, როცა მთავარი მწვრთნელი საშა ობრადოვიჩი მოხსნეს, დროებითი მთავარი მწვრთნელი იყო.