გორდონის სამქულიანით მოგებული მატჩი | დენვერმა ოკლაჰომა სტუმრად დაამარცხა
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანმა, „ოკლაჰომა სითი თანდერმა“ პლეიოფის პირველი რაუნდი მარტივად გაიარა და „მემფის გრიზლისს“ 4:0 მოუგო. მეორე რაუნდში კი ყველაფერი შეიცვალა და „თანდერისთვის“ სერია ცუდად დაიწყო.
„ოქეისი“ „დენვერ ნაგეთსს“ ხვდება და კოლორადოელებმა ურთულესი შეხვედრა მოიგეს. „ოკლაჰომა“ მთელი შეხვედრის განმავლობაში, დიდ უპირატესობას ფლობდა. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე, „დენვერი“ 9 ქულით აგებდა, მაგრამ სასწაული მოახდინა.
„ნაგეთსი“ 118:119-ით მარცხდებოდა, როდესაც 9 წამით ადრე, ჩეტ ჰოლმგრენზე ორი ჯარიმის აღება მოუწია. ჰოლმგრენმა ორივე საჯარიმო გააფუჭა, „დენვერმა“ ბურთი მოხსნა და აარონ გორდონმა რთული სამქულიანით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 121:119.
დენვერის“ რიგებში ფენომენალური იყო ნიკოლა იოკიჩი - 42 ქულა, 22 მოხსნა, 6 ასისტი, 2 დაფარება. „ჯოკერმა“ მეოთხე მეოთხედში 18 ქულა აიღო და NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფის მატჩი მინიმუმ 40 ქულით, 20 მოხსნით, 5 ასისტით და 2 დაფარებით დაასრულა.
აარონ გორდონს 22 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა, ჯამალ მიურეიმ კი 21 ქულა მიითვალა. „ოკლაჰომას“ რიგებში ყველაზე მეტი, 33 ქულა ჯეი გილჯეს-ალექსანდერის ანგარიშზეა. ალექს კარუზომ 20 ქულა გააკეთა.
ცნობისთვის, ამ გუნდების მეორე შეხვედრა ისევ „ოკლაჰომას“ საშინაო არენაზე გაიმართება. მატჩს 8 მაისს ვიხილავთ და თბილისის დროით, 05:30-დან დაიწყება.