ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

საგოლე პასი და 6 სეივი - გუგეშაშვილის მაგარი მატჩი საბერძნეთში

საქართველოს ნაკრების მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა საბერძნეთის ჩემპიონატში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

გათამაშების მორიგ ტურში ქართველი ფეხბურთელის „პანსერაიკოსი“ საკუთარ მოედანზე „ვოლოსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.

ლუკა გუგეშაშვილს 6 მოგერიება ჰქონდა და ამასთან, „პანსერაიკოსის“ პირველი გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემაც შეასრულა.

32 ტურის შემდეგ „პანსერაიკოსი“ საბერძნეთის სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის. გუგეშაშვილის გუნდს 36 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება. „პანსერაიკოსს“ მომდევნო შეხვედრა 10 მაისს, „ლამიას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები