„ევროპა ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა ხვდებოდეს“ - არსენ ვენგერი
„არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ამჟამად კი FIFA-ს ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ევროპა ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა ხვდებოდეს.
„ევროპა ლიგის გამარჯვებული ავტომატურად უნდა ხვდებოდეს ევროპა ლიგაზე, და არა ჩემპიონთა ლიგაზე. განსაკუთრებით თუ საუბარია ინგლისის პრემიერლიგაზე, სადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურებს ისედაც ხუთი გუნდი იღებს.
ვფიქრობ, უეფამ ამაზე უნდა იმსჯელოს და მიდგომა შეცვალოს. მეორე მხრივ, მათი პასუხი იქნება, რომ ასეთი ნაბიჯი ევროპა ლიგაზე მოასპარეზე გუნდების მოტივაციისთვის არის საჭირო“.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩებში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ბილბაო“ დაამარცხა (3:0), „ტოტენჰემმა“ კი შინ „ბოდო გლიმტს“ სძლია (3:1).
შესაბამისად, ფინალში ერთმანეთს შესაძლოა ორი ინგლისური კლუბი შეხვდეს, რომელთაგანაც ერთი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიიღებს. ამასთანავე, პრემიერლიგაში „იუნაიტედი“ მე-15, „ტოტენჰემი“ კი მე-16 ადგილზეა.