10-საათიანი შემოწმების შემდეგ - ირანის ნაკრების ფოტოგრაფი აშშ-ში არ შეუშვეს
ავტორიტეტული გამოცემის როიტერსის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ირანის ნაკრების ფოტოგრაფი არ შეუშვეს..
წყაროს ცნობით, ტალალ სალაჰს 10 საათზე მეტხანს ამოწმებდნენ. მთლიანად შემოწმდა მისი მობილური ტელეფონი და საბოლოოდ ამერიკაში შესვლაზე უარი უთხრეს.
ამ დროისთვის, ირანის ფეხბურთის ასოციაციას კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე, ოფიციალური პასუხი არ გაუციათ აშშ-ის საიმიგრაციო და სასაზღვრო ორგანოებს.
მიუხედავად ინციდენტისა, ირანის ნაკრები უკვე აშშ-ში იმყოფება. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ დახვდნენ გულშემატკივრები ნაკრებს აეროპორტში დროშებითა და ფოტოებისთვის თხოვნით.
როიტერსი იმასაც წერს, რომ ირანის ნაკრების ფეხბურთელს აიმენ ჰუსეინსაც პრობლემა შეექმნა. მას 7 საათის განმავლობაში ამოწმებდნენ და საბოლოოდ ქვეყანაში მაინც შეუშვეს.
შეგახსენებთ, რომ ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს, ნორვეგიას და სენეგალს დაუპირისპირდება.
???????????? LE PHOTOGRAPHE OFFICIEL DE LA SÉLECTION IRAKIENNE A ÉTÉ REFUSÉ À L’ENTRÉE DES ÉTATS-UNIS ????❌
— Lives Foot (@livesfoot) June 6, 2026
Talal Salah, qui accompagne l’Irak depuis de nombreuses années, aurait été retenu pendant près de 12 heures avant de se voir interdire l’accès au territoire américain.
Un épisode… pic.twitter.com/7Wcf3j61o5