ზურაბ ხიზანიშვილი, საბა ხარებაშვილი
Aa
Aa

ეროვნულიდან 19-წლამდე ნაკრებში | ხარებაშვილი ისლანდიასთან ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საბა ხარებაშვილი 19-წლამდე ნაკრებს შეუერთდა. ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მონაწილეობს, 9 ივნისს ისლანდიასთან პრინციპულ მატჩში საბა გუნდს დაეხმარება. ინფორმაციას ნაკრების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

19-წლამდე ნაკრები 3-გუნდიან ჯგუფში მონაწილეობს. პირველ მატჩში მონტენეგროსთან 1:1 ითამაშა, 9 ივნისს ისლანდიას შეხვდება. ორივე მატჩის მასპინძელი სტადიონი დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაა.

17 წლის საბა ხარებაშვილმა გუშინ ეროვნულ ნაკრებში ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, პირველი ტაიმის შემდეგ ის აზაროვმა შეცვალა. 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე მიმდინარე ევროშესარჩევში რეგულარულად იძახებს, ახლა კი საბა 19-წლამდე ნაკრებს დაუბრუნდება.

საბა გამორჩეული ტალანტია. 19-წლამდე ნაკრებში პირველად 15 წლის ასაკში ითამაშა, 19-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ორ შესარჩევ ციკლში მიიღო მონაწილეობა (2024 და 2025), 6 მატჩი ჩაატარა, ექვსივე შეხვედრაში 90 წუთი გაატარა მინდორზე, 3 საგოლე პასი შეასრულა (ერთი - შვედეთთან, ორი - სლოვაკეთთან).

ამჟამად საბა დინამო თბილისის ღირსებას იცავს, 2026-27 წლების სეზონს თურქულ ბაშაქშეჰირში დაიწყებს, სადაც მას რეალის ყოფილი ფეხბურთელი ნური შაჰინი გაწვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მისი შრომა და თავდადება დასაფასებელია | სანიოლმა იეგოიანზე ისაუბრა
მისი შრომა და თავდადება დასაფასებელია | სანიოლმა იეგოიანზე ისაუბრა