საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბაჰრეინთან მატჩისთვის
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივნისის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. „ჯვაროსნები“ ბაჰრეინს დაუპირისპირდებიან და ცნობილი გახდა სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მატჩს იწყებ.
ლუკა გუგეშაშვილი, საბა ხარებაშვილი, ილია ბერიაშვილი, საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლოჩოშვილი, ირაკლი იეგოიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი ქვილითაია, ხვიჩა კვარაცხელია.
ცნობისთვის, საქართველომ პირველი ამხანაგური შეხვედრა რუმინეთთან გამართა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და „ჯვაროსნების“ მხრიდან გოლით თავი გიორგი ქვილითაიამ გამოიჩინა.