ლიონელ მესი, ხორხე ვალდანო
Aa
Aa

მთელი მსოფლიო მეცნიერებას იყენებს, მაგრამ ვერ აჩერებენ | ვალდანო მესიზე

1986 წლის მუნდიალის ტრიუმფატორმა ხორხე ვალდანომ როდრიგო რეას იუთუბ არხზე საინტერესო თემებზე ისაუბრა, ერთ-ერთი ლიონელ მესის ბოლო მუნდიალი იყო.

ხორხე ვალდანო ლიონელ მესიზე: „მთელი მსოფლიო კვლავინდებურად მეცნიერებას იყენებს მის შესაჩერებლად, მაგრამ მაინც ვერ აჩერებენ. ის მოედანზე ფეხით დადის და მაინც ვერავინ აკავებს. ყოველ ჯერზე უფრო ნელა აკეთებს ამას, მაგრამ მის ფოკუსს ვერავინ ხვდება, ის ამოუცნობია. ის არის გენიოსი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ფეხბურთის ბოლო 20 წელზე, არ ვიცი, განმეორდება თუ არა მსგავსი რამ ოდესმე.

მისი ფიგურა თავისთავად უკვე ბევრს ნიშნავს; თანაგუნდელებში მისი პიროვნებისადმი ერთგვარი გაღმერთება იგრძნობა, რაც უბრალო აღფრთოვანებაზე ბევრად მეტია. ამან კატარში შესანიშნავი შედეგი გამოიღო: ერთი საქმეა მოედანზე თანაგუნდელის დასაცავად გასვლა და სულ სხვა - მეგობრისა. მათ წინაშე იდგა გამოწვევა, რომ ეს მეგობარი მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო, რაც თითქმის კოლექტიურ ვალდებულებად იქცა. მათი სიხარული თანაბრადაა გამოწვეული იმით, რომ თავად გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები და იმითაც, რომ მესი გახადეს მსოფლიო ჩემპიონი. ეს მუხტი კვლავ ძალაშია და მათ ხელახლა მისცემს დიდ კონკურენტულ ძალას“.

შეგახსენებთ, არგენტინა ისტორიაში სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (1978, 1986, 2022). 2022 წლის მუნდიალზე ალბისელესტემ ფინალში საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესი გახდა, რომელიც 2026 წლის მუნდიალზე 38 წლის ასაკში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის პიკში იამალს შევჭამდი | პატრის ევრა ლამინზე
კარიერის პიკში იამალს შევჭამდი | პატრის ევრა ლამინზე