ფლიკი: “მსაჯმა ყველა საკამათო გადაწყვეტილება ინტერის სასარგებლოდ მიიღო“
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში საოცარი დაპირისპირება ვიხილეთ. ინტერმა ბარსელონას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.
ფლიკი:
„იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა გუნდის თამაშით. მათ ყველაფერი სცადეს. ჩვენ ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ, მაგრამ მომავალ წელს კიდევ ერთხელ ვეცდებით გულშემატკივრების გახარებას.
ინტერიც შესანიშნავად თამაშობდა. მათ ბევრი გოლი გაიტანეს და თავსაც კარგად იცავდნენ. მსაჯებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ყველა საკამათო გადაწყვეტილება ინტერის სასარგებლოდ მიიღეს.
ამ თამაშიდან აუცილებლად ვისწავლით. ეს პროგრესია. სწავლის გაგრძელება გვინდა. ვარჯიშისთვის ახლა ბევრი დრო არ გვაქვს. შემდეგ სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით. ახლა იმედგაცრუებულები ვართ და ეს ნორმალურია.“
შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში ინტერმა ბარსელონა 7:6 დაამარცხა. ნერაძური ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც პარი სენ ჟერმენსა და არსენალს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.