ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

“ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული“ - ასათიანი საფრანგეთთან მატჩის წინ

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.

28 იანვარს, ავთანდილ ასათიანის გუნდი კაუნასში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.

ყვითელი ბარათების გამო საფრანგეთთან შეხვედრას საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ირაკლი თოდუა გამოტოვებს.

მატჩის წინ, ავთანდილ ასათიანმა და ნიკოლოზ გაბრიჩიძემ კომენტარები გააკეთეს.

საქართველო - საფრანგეთის მატჩი 28 იანვარს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შემადგენლობა:

მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)

წყარო - Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალური განცხადება | ქვილითაიამ არისთან კონტრაქტი გაწყვიტა
ოფიციალური განცხადება | ქვილითაიამ არისთან კონტრაქტი გაწყვიტა