მისი წასვლა დროის ამბავია | ქვილითაიას რამდენიმე მსურველი ჰყავს
გიორგი ქვილითაია „არისის“ დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. კვიპროსული პრესის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ოფიციალური განცხადება გაცრცელდება და ქართველი ფეხბურთელი ადგილსამყოფელს გამოიცვლის.
ქვილითაიას რამდენიმე მსურველი ჰყავს. Sport FM-ის ინფორმაციით, გიორგის საკუთარ რიგებში ხილვით გერმანული „პადერბორნი“ და რამდენიმე კვიპროსული კლუბი ინტერესდება. 32 წლის თავდამსხმელს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და სიტუაციას სიფრთხილით ეკიდება.
როგორც ირკვევა, ქვილითაიას არაკვიპროსული კლუბების ვარიანტი უფრო იზიდავს, თუმცა კვიპროსში დარჩენასაც არ გამორიცხავს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ქვილითაია ოფიციალური წინადადებების მოლოდინშია.
შეგახსენებთ, რომ ქვილითაიას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 31 მაისამდე აკავშირებს. „არისში“ კი 2024 წლიდან თამაშობს. ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.